პროექტის სახელწოდება. სიმეტრია ჩვენს ირგვლივ.
პროექტის მთავარი თემა. მოსწავლეები ცნობარების,კომბიუტერის, ენციკლოპედიის
დახმარებით აღწერენ სიმეტრიას მათემატიკაში, ბუნებაში და ხელოვნებაში. იკვლევენ მათემატიკურ
ცნებებს,ახლებურად აღიქვამენ და აღწერენ საგნების სილამაზეს ,,პროპორციულობას’’.
პროექტის აქტუალობა. მოსწავლეები
მოიძიებენ ტერმინის წარმოშობის ისტორიას და მნიშვნელობას. წარმოადგენენ სიმეტრიის მაგალითებს
ხელოვნებაში, ბუნებაში,მათემატიკაში. მჯელობენ ამ ცნების საყოფაცხოვრებო გაგებასა და
მათემატიკურ მნიშვნელობას შორის კავშირზე. მოიძიებენ ცნობილ მეცნიერთა გამონათქვამებს
სიმეტრიის შესახებ. შეიძლება დაამტკიცონ ზოგიერთი სიმეეტრიის გეომეტრიული თვისებები.
მოიძიებენ სიმეტრიის მაგალითებს ხელოვნებასა და მოზაიკაში.
პროექტის მიზნები. მოსწავლემ გაიაზროს გეომეტრიული გარდაქმნები, მათი
თვისებები, გაეცნოს გარდაქმნათა კომპოზიციებს. გაიწაფოს ფიგურის სიმეტრიულ ფიგურამდე
შევსებაში. წრფისა და წერტილის მიმართ სიმეტრიული ფიგურის აგებაში.სიმეტრიული ფიგურების
ამოცნობაში. სიმეტრიის ღერძების და სიმეტრიის ცენტრების პოვნაში.
მოსწავლეთა ასაკი. 14–16წელი.
ვადები.2კვირა.
რესუსები.
კომბიუტერი, პროექტორი,
ცნობარები, სხვადასხვა ენციკლოპედია.
პროექტის მსვლელობა. მოსწავლეებს გავყოფ ჯგუფებად. აირჩევენ ლიდერებს,რომლებიც წარადგენენ პრეზენტაციას.სადემონსტრაციოდ იყენებენ მაგალითებს როგორ რეალური ვითარებიდან აგრეთვე მათემატიკიდან. სურათების მიხედვით ასახელებენ კოორდინატებში მოცემული
გეომეტრიული გარდაქმნის ტიპს:პარალელური გადატანა, სათავის მიმართ ცენტრული სიმეტრია,
საკოორდინატო ღერძების მიმართ სიმეტრია. აქტუალობა
გაგრძელდება კითხვა–პასუხის რეჟიმში. აქტივობის
ბოლოს დავურიგებ წისასწარ გამზადებულ თვითშეფასების ფურცლებს. რა მოეწონათ და შემდეგისთვის
რას დაამატებდნენ პროექტს. რას შეცვლიდნენ ამის შესაძლებლობა რომ ქონოდათ.ანონიმურობა
დაცული იქნება.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი. ბიოლოგია,ისტორია, ხელოვნობა, ისტ.
პროექტის
ხელმძღვანელი. მასწავლებელი. ფატიმა ხელაია.
შეფასების რუბრიკა.
ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით,
|
დაბალი.
მინიმალური.
|
დამაკმაყოფილებელი.
|
კარგი.
|
მაქსიმალური.
|
დავალების გააზრება.ძიების პროცესში ჩართულობა.
|
ვერ იზიარებს დავალებას.
|
ნაწილობრივ იზიარებს დავალებას.
ნაწილობრივ ჩართულია ძიების
პროცესში.
|
იზიარებს დავალებას.
ჩართულია ძიების პროცესში.
|
კარგად იზიარებს დავალებას.
ჩართულია ძიების პროცესში.
|
გეომეტრიული გარდაქმნების თვისებების მათი კომპოზიციის გააზრება.
|
ვერ იზიარებს დავალებას
|
ნაწილობრივ იზიარებს ერთი ფიგურის გეომეტრიული გარდაქმნებით მეორე ფიგურის
მიღების შესაძლებლობას.
|
იზიარებს ერთი ფიგურის გეომეტრიული გარდაქმნებით მეორე ფიგურის მიღების
შესაძლებლობას.
|
კარგად იზიარებს ერთი ფიგურის გეომეტრიული გარდაქმნებით მეორე ფიგურის
მიღების შესაძლებლობას.
|
ჯგუფში ჩართულობა.მათემატიკური
ენის ფლობა. მჯელობა დასაბუთება.
|
არ არის ჩართული მუშაობის პროცესში.
|
ნაწილობრივ არის ჩართული მუშაობის პროცესში.
|
არის ჩართული მუშაობის პროცესში. მჯელობისას იყენებს მათემატიკურ ტერმინებს.
|
კარგად არის ჩართული მუშაობის
პროცესში. მჯელობისას იყენებს მათემატიკურ ტერმინებს.
|
სხვადასხვა გეომეტრიული ფაქტის განხილვა–დასაბუთება.შედეგის წარმოდგენა.
|
ვერ ახდენს შედეგების წარმოდგენას.
|
ახდენს შედეგების წარმოდგენას.
|
კარგად ახდენს შედეგების წარმოდგენას. ნაწილობრივ იზიარებს ღერძულ და
ცენტრულ სიმეტრიას,როგორც სიბრტყის გეომეტრიულ გარდაქმნას.
|
კარგად ახდენს შედეგების წარმოდგენას. იზიარებს ღერძულ და ცენტრულ სიმეტრიას,როგორც
სიბრტყის გეომეტრიულ გარდაქმნას და სიბრტყის თავის თავზე ასახვა.
|